„სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიცია ქცევის საკუთარი კოდექსის ფარგლებში იმოქმედებს და ტრადიციულად, გამოიყენებს სიძულვილის ენას და დისკრიმინაციულ ლექსიკას კონკურენტების მისამართით. - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველაძე, რომლის თქმითაც, ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს ქცევის კოდექსზე ხელმოწერა ფორმალურია.
„ეთანხმებოდე ცესკოს ქცევის კოდექსს და იმავე დღესვე, ფეისბუქპოსტს აზიარებდე, უაპელაციოდ ადანაშაულებდე ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. საუბარია ბატონ შალვა ნათელაშვილზე, რომელიც აზიარებს ილია ჭავჭავაძის მკვლელს, ვინმე ინაშვილს და მის შთამომავლად მოხსენიებულ ირმა ინაშვილს, რომელიც ამ პოსტის მიხედვით, ზურგში დანას ურტყამს ქვეყანას.
ეწინააღმდეგებოდე სიძულვილის ენას და სახელოვან მსახიობებს ბიძინა ივანიშვილის ბაგაზე მიბმულებს უწოდებდე, მიუღებელია.
ბატონი ნათელაშვილის საარჩევნო კამპანია მთლიანად აგებულია სიძულვილის ენაზე და ისე შორს მიდის მისი ფანტაზია, რომ მმართველ პარტიას ჭირისა და ვირუსის გავრცელებაშიც კი ადანაშაულებს.
ვფიქრობ, რომ ფორმალურია ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს ქცევის კოდექსზე ხელმოწერა. ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომელიც კონსტრუქციულად წარმართავს საარჩევნო კამპანიას, „- ამბობს მიშველაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცის განცხადებები ცესკოს ქცევის კოდექსის ხელმოწერის შემდეგ, კოდექსის ქვაკუთხედს ცდებოდა.
„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და დებატებში ხშირად საუბრობენ სიძულვილის ენით. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს ცესკოს ქცევის კოდექსის ხელმოწერის შემდეგ, რომელებიც იმთავითვე, ელისუფლების მისამართით, უაპელაციო ბრალდებებით იყო გაჯერებული და ქცევის კოდექსის ქვაკუთხედს ცდებოდა. სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საჯარო პოსტების ხილვა საკმარისია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იფიქროს - “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”.“- აცხადებს მიშველაძე.
ცნობისთვის, ცესკომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსი გამოაქვეყნა და მოუწოდა პარტიებს, რომ შეუერთდნენ ამ კოდექსს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლებასთან არ ითანმშრომლებენ და მასთან ერთად ხელს არ მოაწერენ აღნიშნულ კოდექსს.