გიორგი ვაშაძე პრემიერს დებატებში იწვევს

გიორგი ვაშაძე პრემიერს დებატებში იწვევს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ის მზადაა, ნებისმიერ ადგილას, მედიის თანდასწრებით შეხვდეს გახარიას და ესაუბროს საქართველოს მომავალზე.

„დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისა და ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა? 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ, საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის. ველოდები თქვენგან პასუხს და გელოდებით დებატებში. ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

Aburjga Tasmanieli ვაშაძე, ამხელა გული რომ გაქვს, ასე რომ იქაჩები, ვინ ხარ, რას წარმოადგენ სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი სადებატოდ რომ დაგიჯდეს?! ასე ხომ სხვა ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დებატებში გამოიწვიოს პრემიერი, თუ შენ სხვა მოქალაქეებზე აღმატებული გგონია საკუთარი თა-ვი?! თუ ასეა, ცდები, ძალიან ცდები!!!
4 წლის უკან