კორონავირუსი ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს დაუდასტურდა

ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ყველა მათგანი სოფელ საბერიოს მკვიდრია.

ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდა 22 მოქალაქისა, სოფელ საბერიოდან ინფიცირებულ კიდევ 6 პირს გადმოიყვანენ. მათ ქართული მხარე სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილებს.