ბაჩალიაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ თამარი ვიდეოში თვითმკვლელობაზე საუბრობდა

ბაჩალიაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ თამარი ვიდეოში თვითმკვლელობაზე საუბრობდა

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ადასტურებს, რომ არსებობს ვიდეოდღიური, სადაც პროგრამისტი თვითმკვლელობაზე საუბრობდა.

თუმცა ამასთან ადვოკატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობამდე მიმართული ქმედებები.

„ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს, რომ თავს მოიკლავდა, რომ არ ეცოდებოდეს დედა და მამა. მიზეზებზე საუბარი არ არის, ის ფიქრობს, რომ შეიძლებოდა ცხოვრებაში მეტისთვის მიეღწია და უფრო მეტი გაეკეთებინა და რაღაც გარემოებები სამსახურში აღიზიანებდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ასეთი ტიპის ვიდეოებს წერს, იმასაც აუცილებლად ჩაწერდა, რომ იმ დღეს თავს მოიკლავდა.

არ ვიცი რატომ ხდებოდა ამ მასალებით აპელირება აქამდე, თითქოს ეს შეიძლება, ყოფილიყო თვითმკვლელობისკენ მიმართული ქმედებები და თამარ ბაჩალიაშვილს ჰქონდა მძიმე დეპრესია. ჩვეულებრივი ვიდეოდღიურებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს. უმეტესი ვიდეოდღიური გადაღებულია მის შეყვარებულთან, თუ როგორი ბედნიერია. ასევე არის ნაწილი, სადაც ის ბრაზობს საკუთარ თავზე, სწავლის წარუმატებლობაზე.

ის მუშაობდა საკუთარ თავზე, რომ ჰქონოდა მაღალი თვითშეფასება და მიეღწია უფრო მეტისთვის კარიერაში. არის ვიდეოები, სადაც სიბნელეა, თამარი საერთოდ არ ჩანს და საუბრობს. დეპრესიული დეტალები ნამდვილად არის, თუმცა მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პერიოდი შეიძლება, ნებისმიერს ქონდეს“, განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.