ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან - რას უკავშირებს ნიკოლაძე ზ.ხ-ს მამის დაკავებას?

ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან - რას უკავშირებს ნიკოლაძე ზ.ხ-ს მამის დაკავებას?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის დაკავებას, მირიან ნიკოლაძე თამაზ ხომასურიძის მხრიდან განხორციელებულ ღია მუქარას უკავშირებს.

"ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან. ვთხოვეთ ნუ იზამდა ასეთ სისულელეს და ნუ დააყენებდა საკუთარ თავს ეჭვქვეშ, მაგრამ არ გაჩერდა მაშინ. ალბათ ამის გამოა დაკავებული,"- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

სამართალდამცავებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.