ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი! – ლევან რატიანი კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე

ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი! – ლევან რატიანი კორონავირუსის რეკორდულ მაჩვენებელზე

სამწუხაროდ ვერ ავცდით და ვერც ავცდებოდით ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პანიკის ნიშანი, ამან უნდა მიგვანიშნოს, რომ რაც შეიძლება ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კორონავირუსის დღევანდელ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ეტაპამდე არ არსებობს არც ერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც კორონავირუსის გავრცელებებას შეაჩერებს. ექიმებს გვმართებს ერთი რამ, თუ პაციენტების რაოდენობა მოიმატებს მას ვუმკურნალებთ ისე, როგორც აქამდე ვმკურნალობდით. აუცილებელია ვიყოთ ფრთხილად და ამ სიფრთხილემ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რაც ამ ვირუსს ახასიათებს", - განაცხადა ლევან რატიანმა „მაესტროსთან".