შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

თუ რა ფაქტზე მოხდა ზ.ხ.-ს მამის დაკავება, სააგენტო არკვევს.

დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.