მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტომასალა სავარაუდოდ, გაყალბებულია

მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტომასალა სავარაუდოდ, გაყალბებულია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის მიერ გასაჯარებული ფოტომასალა სავარაუდოდ, გაყალბებულია.

ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ეს ფოტოები 2020 წლის 19 ივლისს სატელიტით იყო გადაღებული და ამ ფოტოებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობლილი არ ჩანდა.

დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებს უხეში ფოტოშოფის კვალი აშკარად ეტყობა.

არსებობს რამდენიმე საიტი სადაც სატელიტური თანამგზავრით გადაღებული ფოტოების მოძიებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მსგავსი ვებ გვერდი ყოველდღიურად ფოტოებს კონკრეტული ტერიტორიის შესახებ არ აახლებს, რადგან ეს საკმაოდ ძვირი მომსახურებაა და ამისთვის წინასწარი დაკვეთაა საჭირო.

რაც შეეხება ბაჩალიაშილის ოჯახის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას. რამდენიმე ფაქტია, რითიც პროგრამისტები ადასტურებენ, რომ ეს ფოტო ფეიქია.

ინტერნეტში ტერიტორიის, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს, მხოლოდ ორი ფოტოსურათის მოძიებაა შესაძლებელი. კადრები 2019 წლის ნოემბერითა და 2015 წლის ივნისით თარიღდება. მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტო, 2019 წლის ნოემბერს ატვირთული სურათის იდენტურია. განსხვავება არის რამდენიმე დეტალში, რომლებიც პროგრამისტების მტკიცებით უხეში ფოტოშოფით არის მიღებულია.

4 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ FBI-ს წარმომადგენლისგან მივიღეს განმარტება, რომ ფედერალური ბიურო მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და აშშ-თან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.

ამავე დღეს, პროკურატურამ გაასაჯაროვა კადრები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სხვადასხვა მედიკამენტის შეძენის ფაქტია ასახული.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

Aburjga Tasmanieli კარგით, ვთქვათ გაყალბებულია ეს კადრები, მაგ ადვოკატის მეც არაფერი მჯერავს. მაგრამ სად არის ნამდვილი სატელიტური კადრები, რატომ არ გვეხმარება "სტრატეგიული პარტნიორი" აშშ, ნატო რატომ არ გვეხმარება?! ხომ ფაქტია, რომ მათი უამრავი კოსმოსური მზვერავი სატელიტები ყოველ დღე ყოველ წუთს ჩვენი (და სხვისიც) სახელმწიფოს ყველა გოჯს და მისხალს აკონტროლებენ უწყვეტ რეჟიმში?! რატომ არ მოგვაწოდეს მასალები ამდენი ხანი, რატომ ძაბავენ საზოგადოებას, რატომ აძლევენ ამ ტყუილის მანქანებს - "ფორმულა", " მთავარი", ტვ პირველი.... საზოგადოებაში შფოთის შეტანის საშუალებას?!
4 წლის უკან