გიორგი გახარია: ეს არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური უკიდურესობისგან დაცლილი, შინაარსობრივად სავსე არჩევნები

გიორგი გახარია: ეს არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური უკიდურესობისგან დაცლილი, შინაარსობრივად სავსე არჩევნები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამჟამად ხელისუფლების ძირითადი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაა.

როგორც მან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები შინაარსობრივი უნდა იყოს.

„პოლიტიკური უკიდურესობისგან დაცლილი უნდა იყოს ეს არჩევნები. უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომის და მუშაობის გამოწვევები უამრავია. ახლა ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ეს არის ძირითადი ამოცანა და ღირსეული სამუშაო ადგილები. ასევე, როგორც პანდემიის დროს, მანამდეც და შემდეგაც იყო, ადამიანი ამ პროგრამის ცენტრში იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.