პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა.
სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
სიის პირველი ოცეული „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მანვე მომავალ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დაასახელა.
2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან:
- გიორგი გახარია
- არჩილ თალაკვაძე
- ირაკლი კობახიძე
- თეა წულუკიანი
- მამუკა მდინარაძე
- კახა კუჭავა
- გიორგი კახიანი
- მარიამ ქვრივიშვილი
- მიხეილ სარჯველაძე
- მაია ბითაძე
- მიხეილ დაუშვილი
- გიორგი ამილახვარი
- ვიქტორ სანიკიძე
- მაკა ბოჭორიშვილი
- შალვა პაპუაშვილი
- დავით კაჭარავა
- ნიკოლოზ სამხარაძე
- გიორგი ხელაშვილი
- მარიამ ლაშხი
- ბექა დავითულიანი
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.