მამუკა მდინარაძე: არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები

მამუკა მდინარაძე: არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები

წარმატება იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც საარჩევნო სიის წევრები ავარჩიეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა, მამუკა მდინარაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, ხვალინდელი დღე ორიენტირება მომავალზე, რეალური გეგმები და, რა თქმა უნდა, დღევანდელი განახლებული გუნდი. მათი შერჩევის კრიტერიუმი იყო პროფესიონალიზმი, პატიოსნება, განვლილი ცხოვრება, სადაც ამ ადამიანებმა შექმნეს წარმატებული კარიერა. წარმატება იყო ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჩვენ ისინი ავარჩიეთ. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სახეებზე, მათ ევალებათ და ისინი არიან განწყობილნი, რომ მათი პირადი კარიერული წარმატება უკვე გადაზარდონ ქვეყნის წარმატებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.