ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გაიგეთ, ვისაც ეს ეხება? რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც თავის ანგარიშებში ეყრდნობა ფაქტოლოგიას და არა ემოციებს, ამბობს რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა. ასე ხდება ყველა თვითკმარ სახელმწიფოში. კი ცდილობდით მთელი ამ ხნის მანძილზე
დასავლეთში სამიზნე აუდიტორიის ემოციებზე გეთამაშათ, მაგრამ ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა. იცით რატომ? ვერასოდეს მიხვდებით! იმიტომ რომ დამოუკიდებელ და თავისუფლება მიცემულ მედიას საშუალება ჰქონდა უწყვეტ რეჟიმში აესახა მოვლენები, და ხალხმა საკუთარი თვალით ნახა. რა, როგორ, რატომ და როდის ხდებოდა და ვის მიერ.
აწი ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია!“