„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას. ამასთანავე, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევობის თაობაზე” - ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ეხმიანება.
მისი თქმით, ამ ანგარიშით შარშანდელი თოვლივით გაქრა ცალკეული კონგრესმენების მიერ ლობისტური საქმიანობის შედეგად გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები.
„ძალიან საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს მხარდამჭერი და ცალსახად პოზიტიური. ამ ანგარიშით, შარშანდელი თოვლივით გაქრა ცალკეული კონგრესმენების მიერ ლობისტური საქმიანობის შედეგად გაჟღერებული აბსურდული ბრალდებები.
როცა კონგრესმენების წერილებზე ვაი-ვიში ტყდებოდა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის საფრთხეებზე საუბრობდნენ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიციები და არა ცალკეული ინდივიდების მოსაზრებები.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით, სწორ გზაზე დგას. ამასთანავე, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევობის თაობაზე.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, ფაქტი ერთია - საქართველო სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოების მყარი მხარდაჭერით, მათ შორის უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების.
ისე, როცა ამ ანგარიშს ვკითხულობდი აბრაამ ლინკოლნის უმაგრესი გამონათქვამი გამახსენდა, რომელიც ზუსტად მიესადაგება უსუსური ოპოზიციის საქმიანობას, მათ მიერ დადგმულ უნიჭო შოუებს და უსაფუძვლო ისტერიკებს - "შეიძლება, საზოგადოების ნაწილი მოატყუო სამუდამოდ, შეიძლება მოატყუო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ მთელი საზოგადოების სამუდამოდ მოტყუება შეუძლებელია ".
ანგარიშში წერია
საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზვიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის;
საინვესტიციო დავების ნაწილში, სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არც ერთი არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ;
საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის დახასიათებული არსებული ბიზნეს გარემო საქართველოში;
სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია;
იქვე ხაზგასმულლია, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები;
ხაზგასმულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კორუფციასთან ბძოლის კუთხით, კერძოდ აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით აღკვეთა კორუფცია საჯარო სექტორში.“ - წერს ანდრია გვიდიანი.