გიორგი ვოლსკი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს წერტილი დაესვა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა წერტილი დაუსვა ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობებს“, - წერს გიორგი ვოლსკი.

„საქართველოს ბიზნეს გარემო გახსნილი, გამჭირვალე და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის ამერიკული ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.