,,ლონდონში რეგისტრირებული სოციოლოგიური კვლევების ბრიტანული კომპანია Survation-ი მისი საქმიანობის მაგალითზე, მუშაობის მაღალი სტანდარტით, გამოკითხვის შედეგების სანდო პროგნოზირების მაღალი ხარისხითა და კომპეტენტურობით გამოირჩევა”,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც იურისტი აღნიშნავს, კვლევის მონაცემების შედარებით, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას 3% იანი მატება აქვს. ნაციონალურ მოძრაობას კი 3% იანი კლება.
,,სწორედ ამ კომპანიას შეუკვეთა "რუსთავი 2"-მა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოკითხვა, რომლის თანახმად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ამომრჩეველთა წინასაარჩევნო განწყობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" 55.7%, ენმ - 16.2%, "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 6.0%, "ევროპული საქართველო" - 5.6%, "ლეიბორისტული პარტია" - 4.5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.9%, "ლელო" - 3.7%, "გირჩი" - 2.2%, "ერთიანი საქართველო" - 1.0%, "თავისუფალი დემოკრატები" - 0.5%, სხვა - 0.7% წინა კვლევის შედეგებისა და აღნიშნული კვლევის მონაცემების შედარებით, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას 3% იანი მატება აქვს. ნაციონალურ მოძრაობას კი 3% იანი კლება. რას იზამთ, გზა, პრემიერობანას თამაშიდან მაინც არჩევნების შედეგებამდე მიდის. 31 ოქტომბერს ყველაფერს ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.