გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენაზე: „კუზიანს სამარე გაასწორებს“

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენაზე: „კუზიანს სამარე გაასწორებს“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ სიების წარდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გამოსვლებს დღეს ფასი არ აქვს, რადგან 8 წლის მანძილზე მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან და ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანი 31 ოქტომბერს ძალიან მარტივი იქნება - დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა.

„რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიაში, ნუთუ რამეს ელოდება ხალხი გუნდისგან, რომელმაც 8 წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეასრულა. საერთოდ რა ფასი აქვს მათ გამოსვლებს. ერთადერთი, რასაც აქვს ფასი ეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ქვეცნობიერი წამოცდენა: „მორჩა ახლა ფულის კეთება, საქმე დავიწყოთო“. „კუზიანს სამარე გაასწორებს“ - ეს გამოთქმა ყველასთვის ნათელია. ეს ხალხი ამ ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა, მორჩა და დამთავრდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.