ეს არ არის პირველი შემთხვევა. მერამდენედ გვაყენებს მსახიობებს შეურაცხყოფას, კერძოდ, პირადად შალვა ნათელაშვილი. სხვებზე არ მაქვს ლაპარაკი, - მსახიობმა, ნანული სარაჯიშვილიმა „ქრონიკასთან“ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კახი კავსაძეს მლიქვნელს უწოდებს.
„ამისთვის აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი. რამდენჯერ შეიძლება ამის მოთმენა?! მე არ ვიცი, არც გამიგია ასეთი ბოღმა, ასეთი საშინელება, ასეთი შეურაცხყოფა. ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. კახი კავსაძის სურათი დაუდია და ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა, ამდენ რამეს აკეთებს კაცი, იმის ნაცვლად, რომ მადლობა ვუთხრათ. ეს ხომ ვიცით რისგან არის გამოწვეული, ბოღმა, შეუმდგარი პოლიტიკოსი, ასე შევაფასებ მე შალვა ნათელაშვილს და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. როგორ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენება. ამას აუცილებლად მოჰყვება ცუდი ამბავი. ამას ვერავინ მოვითმენთ, აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს. შალვა ნათელაშვილო მოგეთხოვება პასუხი“, - აცხადებს მსახიობი.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფოტოებს აზიარებს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილს ესალმება. ნათელაშვილი კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.