ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილთან ერთადაა გადაღებული და წერს:
„კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები".
მერე, ბიძინა თუ მხოლოდ მლიქვნელებს აძლევს ფულს და დანარჩენი მსახიობები შიმშილით დაიხოცნენ, შენ მიგეცა არამლიქვნელებისთვის, 300 000 ევროზე მეტი რომ გაქვს შენახული შვეიცარიის ბანკში (როგორც შენმა ყოფილმა მოადგილემ გაასაჯაროვა) და რომ იძახი, ეს ფული ჩვენმა ევროპელმა ემიგრანტებმა მომიგროვესო... (იმდენი მტყუანის, რაც ემიგრანტებს შენი გასამდიდრებელი ფული არ გააჩნდეთ!..)
მაგრამ შენ ვინ გაგადებინებს ცენტს, პარტიის ოფისიც კი შენს სახელზე დაგირეგისტრირებია... ყოველი შემთხვევისთვის! :)
... არა, მაგისი არაფერი მიკვირს, მე იმათი გამკვირვებია, ამ აფერისტსა და უზნეო კაცს (მიშასი არ იყოს!) კიდევ რომ ჰყავს თავისი ამომრჩეველი! - რა გონებრივი სიდუხჭირეა, წარმოიდგინეთ!...