„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერა ქობალია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იქნება

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერა ქობალია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იქნება

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიაში იქნება. სიის პირველი ოცეული ცნობილი სექტემბრის ბოლოს გახდება.

„ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა. თუ ვერას საქართველოში ვიხილავთ ჩემთვის ძალიან, ძალიან სასიხარულო იქნება. იმიტომ, რომ ის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანად მიმაჩნია, მათ შორის მთელ მსოფლიოში აღიარებულად. ქობალიას საქართველოში დაბრუნდება საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება.ყოველთვის ვურჩევ ყველა კარგ პროფესიონალს, რომ დაბრუნდეს საქართველოში", - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" საარჩევნო სიაში იქნებიან რესპუბლიკური პარტიიდან თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძეც. „რესპუბლიკური პარტიის“ ეს წევრები ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

Katana . დროა, კი!.. მიშა - პრემიერად, ვერა - ეკონომიკის მინისტრად, "მამალი ძროხების" სპეციალისტი - სოფლის მეურნეობის მინისტრად, კეზერა - თავდაცვის მინისტრად...
4 წლის უკან