,,ძალიან საინტერესოა ეს ტექსტი დავით კეზერაშვილს ვინ დაუწერა? (თვითონ გაუჭირდებოდა) როგორც ჩანს ძალიან გულზე მოხვდა კიდევ ერთხელ იმის შეხსენება, რაც ისედაც კარგად იცოდა ყველა ჯარისკაცმა და სრულიად საქართველომ“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კეზერაშვილის მხრიდან ,,იმედის" და ,,რუსთავი 2" ხსენება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა ,,სინანულს" განიცდიან ,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,ევროპული საქართველო" ხელისუფლებაში ყოფნის წლებზე, მათ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე.
,,თუ ეს ყველაფერი რაც მოვისმინეთ ,,ცილისწამებაა", მაშინ გვითხრას საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილმა, როდის და რა გზებით იშოვა მილიარდები, რითაც დღეს საკუთარ პარტიას და ტელევიზიას აფინანსებს“? -წერს ვლადიმერ ბოჟაძე