ზაალ ანჯაფარიძე: ტომებია დაგროვილი კეზერაშვილის საქმეებზე და იმედია იპოვნიან გზას სასამართლოსკენ

ზაალ ანჯაფარიძე: ტომებია დაგროვილი კეზერაშვილის საქმეებზე და იმედია იპოვნიან გზას სასამართლოსკენ

,,ხალხს მგონი ამნეზია არ აქვს და კარგად ახსოვს, რას უშვებოდა მედიას კეზერაშვილის და ძმათა მისთა ხელისუფლება -  კანცელარიიდან დაშვებული ერთი და იგივე შინაარსის ინსტრუქციები და უგულავას ზარებიც კმარა გასახსენებლად“,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ტელეკომპანია ,,იმედზე“ გასულმა სიუჟეტმა, სადაც გამომზეურებული იყო , რაც  ყველამ იცის -  როგორ იშოვნა მილიონები სახელმწიფო სამსახურში  დახეული კეტებით მისულმა  კეზერაშვილმა  სიუჟეტის გმირი „აღაშფოთა“ .

,,გუშინ „იმედზე“ გასულმა სიუჟეტმა, სადაც კიდევ ერთხელ იყო გამომზეურებული ის, რაც პრინციპში ყველამ იცის - თუ როგორ იშოვნა ჩინოვნიკობით მილიონები სახელმწიფო სამსახურში  დახეული კეტებით მისულმა  დავითი კეზერაშვილმა და რა ზიანი მიაყენა თავის კორუფციული მაქინაციებით  ქართულ ჯარს,  სიმართლემ „აღაშფოთა“ სიუჟეტის „გმირი.“ თავს არ შეგაწყენთ იმ სისულელეების გამეორებით რაც დაწერა, მაგრამ ერთი პასაჟი მომხვდა თვალში, მათთვის დამახასიათებელი „გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება“ - ს მეთოდით. „კეზერა“ წერს, რომ თურმე  ამჟამინდელი ხელისუფლება იღწვის „მედია-სფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად და მთავრობისაგან დამოუკიდებელი მედიების ჩასახშობად.“ ხალხს მგონი ამნეზია არ დამართია და კარგად ახსოვს რას უშვრებოდა მედიას კეზერაშვილის და ძმათა მისთა ხელისუფლება. კანცელარიიდან დაშვებული ერთი და იგივე შინაარსის ინსტრუქციები და უგულავას ზარებიც კმარა გასახსენებლად.  ტომებია დაგროვილი კეზერაშვილის საქმეებზე და იმედია იპოვნიან გზას სასამართლოსკენ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Katana . "ტომებია დაგროვილი კეზერაშვილის საქმეებზე და იმედია იპოვნიან გზას სასამართლოსკენ“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
?
მე პირადად, ასეთი იმედი არა მაქვს!..
წუხანდელი გადაცემის შემდეგ საშინლად ვარ აღშფოთებული... ოღონდ, იმათზე უფრო - ამათზე, რომ ამდენი დანაშაულის ჩამდენ ნაძირალებს ფეხები ვერ მოსჭამეს და ისინი კიდევ აქეთ ამუნათებენ!..
არა, ძმაო, სანამ ეს თხლეები იქნებიან ხელისუფლებაში, არავითარი საფრთხე მაგ თაღლითებს არ ემუქრებათ!
4 წლის უკან