რა „ქალოია“ ხარ, ფეისბუქზე დავაყრევინებ შენს შიშველ ფოტოებს - ყოფილი სასულიერო პირი პედოფილიაშია ბრალდებული

რა „ქალოია“ ხარ, ფეისბუქზე დავაყრევინებ შენს შიშველ ფოტოებს - ყოფილი სასულიერო პირი პედოფილიაშია ბრალდებული

ყოფილი სასულიერო პირი პედოფილიაშია ბრალდებული. პედოფილიის სავარაუდო ფაქტებს საპატრიარქოც აღიარებს.

ე.წ. ბერ მონაზონი ლევან ჯალაღონია 36 წლისაა და უმძიმეს დანაშაულშია ბრალდებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან არასრულწლოვანს „ვაიბერში“ შიშველი ფოტოები  გააგზავნინა. ყოფილი სასულიერო პირი ოჯახის ახლობელია. მან შეიტყო, რომ არასრულწლოვანმა ოპერაცია გაიკეთა და ამ ფაქტის გამო დაეკონტაქტა.

ის მოზარდ შიშველი ფოტოების გაგზავნას სთოვდა და ეუბნებოდა რომ ამით განკურნებაში დაეხმარებოდა.

ამის შემდეგ, არასრულსწლოვანს რამდენიმე თვის განმავლობაში აშანტაჟებდა, თუმცა ბოლოს მოზარდმა დასახმარებლად ოჯახს მიმართა.

„გილოცავ ფერისცვალებას“ ასე იწყება  მათი ბოლო საუბარი.

- მოღალატე შენს ფოტოებს ფეისბუქზე დავდებ და მთელს ქვეყანას ვანახებ.

- ფოტოები რატომ გაქვს შენახული?

- კიდევ რომ გამოგზავნო, სრულად განკურნებისთვის ასეა საჭირო. რა ქალოია ხარ, ფეისბუქზე დავაყრევინებ შენს შიშველ ფოტოებს და მთელი ქვეყანა ნახავს.“- ესაა ის მიმოწერა რასაც „კურიერი“ ასაჯაროებს.

ლევან ჯალაღონიას, როგორც მამა იოანეს საეკლესიო მოღვაწეობა რუის-ურბნისის ეპარქიიდან იწყება. არსებობს ოფიციალური დოკუმენტიც, რომლითაც დგინდება, რომ 4 წლის წინ სასულიერო პირად აღკვეცეს. თუმცა დაშვებული შეცდომების გამო, უკვე ბოლო ორი წელია, ის საქართველოს ეკლესიის არცერთ ეპარქიაში ირიცხება.