„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე და თქვა, რომ მეორეხარისხოვანია დღეს ქვეყანაში ვინ რა თანამდებობისთვის იბრძვის.
მისი განცხადებით, არარეალურია მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ.
„ევროპული საქართველო“ ელაპარაკება პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრამაზე. მე უკვე ამოვწურე ამაზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ არარეალურია, რადგან კონსესუსი არ არსებობს. სხვა რეალური პრობლემებია მოსაგვარებელი. ეს არის ვირტუალური თამაშები, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანი. ის არის პოლიტიკური დევნილი და საქართველოში უნდა დაბრუნდეს. იმის იქით დანარჩენი მის პარტიასთან გაარკვიოს“,- განაცხადა უგულავამ.