რა ვიდეო აჩვენეს დედას? - „როდესაც ყურება დავიწყე, ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე“

რა ვიდეო აჩვენეს დედას? - „როდესაც ყურება დავიწყე, ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე“

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს.

„რატომ არ აღმოჩნდა ჩემი დნმ ან ჩემი ანაბეჭდები თამუნას მანქანაზე? ძალიან ბევრ რამეზე არ აქვს პროკურატურას პასუხი, არც იმ „ტოიოტა ქამრიზე" აქვს პასუხი. თქვეს, თითქოს ნორვეგიაში აპირებდა წასვლას. იმიტომ მოიშორეს რომ არ წასულიყო და ფაქტები იქ არ დაედო. აბა, თავშესაფარს ისე ხომ არავინ მისცემდა. ისევ და ისევ სატელიტების სურათები დამიდონ. დამიდონ ის ღია წერილი, როგორ მისწერეს „ეფბიაის", რა მისწერეს", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის „იუთუბის"გვერდიდან ამოღებულ მასალებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ის ოჯახს ემშვიდობება, თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ეს ვიდეოები არ უნახავს.

„მე არ მინხავს იმიტომ, რომ როდესაც ყურება დავიწყე ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე და არ მინახავს. გამოსამშვიდობებელი ვიდეო თავისუფლად შეიძლება ჩაეწერა თუ ნორვეგიაში წასვლას აპირებდა, რადგან ვერ ჩამოვიდოდა იქედან, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა"

Aburjga Tasmanieli მაგრა მეცოდება ამის ქმარი,,,, დავიწვი იმ კაცის სიცოდვით!!!
4 წლის უკან