„მე და თა­მუ­ნას ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, ჩვენს და­შო­რე­ბაში სხვა მამა­კა­ცი არა­ფერ შუ­ა­ში იყო“ - რას იხსენებს ბაჩალიაშვილის შეყვარებული

„მე და თა­მუ­ნას ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია, ჩვენს და­შო­რე­ბაში სხვა მამა­კა­ცი არა­ფერ შუ­ა­ში იყო“ - რას იხსენებს ბაჩალიაშვილის შეყვარებული

23 წლის თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ის ნამ­დვი­ლად იყო თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნეთს ერთი წლის წინ და­შორ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მაც. დღეს თე­მურ ჭა­ნუყ­ვა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის, მაგრამ საინტერესოა მისი ჩვენების ბევრი დეტალი:

"ვსწავ­ლობ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი), მე-3 კურ­სზე, ვარ პროგ­რა­მის­ტი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ანა­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე თა­მარ­ზე ერთი კურ­სით დაბ­ლა ვსწავ­ლობ­დი და ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც მახ­სოვს, 2016 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში ვნა­ხეთ პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნე­თი და მალე დავ­მე­გობ­რდით. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო სა­გა­ნი გვქონ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რად ვირ­ჩევ­დით ერ­თნა­ირ საგ­ნებს, რომ ერ­თად მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით ლექ­ცი­ებ­ზე. გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა. 2017 წლის მარ­ტი­დან და­ვი­წყეთ უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტი. თა­მუ­ნა მუ­შა­ობ­და შპს “ზეგ­ში" პროგ­რა­მის­ტად, წერ­და პროგ­რა­მებს, ახ­დენ­და ძვე­ლი პროგ­რა­მე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას და ა.შ. თა­მა­რი ხში­რად მომ­მარ­თავ­და ხოლ­მე პროგ­რა­მი­რე­ბი­სას პა­ტარ-პა­ტა­რა შე­კი­თხვე­ბით, რა­შიც რაც შე­მეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დი, თუმ­ცა რას აკე­თებ­და არ ვი­ცო­დი, რად­გან აღ­ნიშ­ნულ­ზე არ სა­უბ­რობ­და, არ მე­უბ­ნე­ბო­და. იმა­საც ამ­ბობ­და, - სამ­სა­ხურ­ში ცუდი გა­რე­მო­აო.

2018 წლის იან­ვრის თვე­ში თა­მუ­ნამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­გო კონ­კურ­სი და საფ­რან­გეთ­ში 6 თვით გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად. რო­გორც მახ­სოვს, ის 2018 წლის 11 იან­ვარს გაფ­რინ­და. საფ­რან­გეთ­ში მისი ყოფ­ნის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში, თა­ვი­დან უფრო ხში­რად ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს “ფე­ის­ბუკ­ზე” და "ვოთ­საფ­ზე", თუმ­ცა შემ­დეგ შე­ვამ­ცი­რეთ კონ­ტაქ­ტი, რად­გან მან­ძილ­მა მა­ინც იმოქ­მე­და. რო­დე­საც თა­მუ­ნა საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და, მის და­ბა­დე­ბის დღეს, 19 ივ­ნისს სამ­სა­ხურ­თან მი­ვა­კი­თხე, მი­ვუ­ლო­ცე.

2019 წლის იან­ვრის თვე­ში, თა­მუ­ნა მე­ო­რედ წა­ვი­და საფ­რან­გეთ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით. 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მის სა­ნა­ხა­ვად საფ­რან­გეთ­ში გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა. თა­ვი­დან სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ შემ­დეგ მა­ინც ვუ­თხა­რი და ისე ჩა­ვა­კი­თხე ოთხი დღით. ეს ოთხი დღე თით­ქმის სულ ფე­ხით დავ­დი­ო­დით, ლა­მის მთე­ლი პა­რი­ზი შე­მო­მა­ტა­რა და და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. თა­მუ­ნა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო ჩემი ჩას­ვლით, მხი­ა­რულ ხა­სი­ათ­ზე იყო.

თა­მუ­ნა მის და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­მო­ვი­და საფ­რან­გე­თი­დან, თუმ­ცა ჩემ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თავს არი­დებ­და, ჩემს მი­წე­რილ­საც ცი­ვად პა­სუ­ხობ­და და ჩავ­თვა­ლე, რომ პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მო­ე­წო­ნა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა უნ­დო­და. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გავ­წყვი­ტე კონ­ტაქ­ტი, მაგ­რამ ივ­ლი­სის თვე­ში მა­ინც მივ­წე­რე - თუ ვშორ­დე­ბით, ნორ­მა­ლუ­რად მა­ინც დავ­შორ­დეთ, მოდი, შევ­ხვდეთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ-თქო. რო­გორც მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ხდე­ბო­და და იქ დავ­გეგ­მეთ შევ­ხვედ­რო­დით და გვე­ლა­პა­რა­კა. მე პირ­ვე­ლი მი­ვე­დი და რო­დე­საც თა­მუ­ნა მო­ვი­და, ვი­ლა­პა­რა­კეთ. სა­უბ­რით მი­მახ­ვედ­რა, რომ და­შო­რე­ბა უნ­დო­და, ვამ­ჯო­ბი­ნე და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი - დავ­შორ­დეთ-თქო. ისიც დამ­თან­ხმდა, თუმ­ცა ისე დამ­თან­ხმდა და დამ­შორ­და, მი­ზე­ზი არა­ფე­რი უთ­ქვამს. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მან მა­ი­სუ­რი მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, ეს პა­რიზ­ში შენ­თვის ვი­ყი­დე და შენ გქონ­დე­სო.

მე და თა­მუ­ნას ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად გვი­სა­უბ­რია, რომ გვინ­დო­და ჯერ მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვით ფეხ­ზე კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და მერე გვე­ფიქ­რა ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა იქამ­დე არ მი­ვი­და. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ვი­ფიქ­რე იმა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია მისი გა­ცი­ე­ბა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა და­შო­რე­ბა და მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ სხვა მა­მა­კა­ცი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, მან კა­რი­ე­რა ამ­ჯო­ბი­ნა პი­რად ცხოვ­რე­ბას".