სალომე სამადაშვილი: ქართულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ადგილს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებით ეძებენ

სალომე სამადაშვილი: ქართულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ადგილს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებით ეძებენ

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ადგილს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებით ეძებენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ადგილს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებით ეძებენ, ეს გასაგებია. ობიქტური რეალობაა, რომ სააკაშვილმა გუშინ გააჟღერა ის გზავნილები, რაც ჩვენ გვესმის სრულიად ოპოზიციური სპექტრისგან, ის, რაც მოვისმინეთ სრულ თანხვედრაშია იმასთან, რასაც აფიქსირებს ოპოზიცია კონსულტაციებისას და რასაც ელოდება მოსახლეობა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი თავი ქართველ ამომრჩეველს შესთავაზოს. თუ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მისცემს თავისუფალი არჩევნების საშუალებას, ქართველი ხალხის არჩევანი გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის მომავალს და მისი დაბრუნების საკითხსაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.