კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა, საიდანაც 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა, საიდანაც 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება

 

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება.

უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი 2767 პირს ჩაუტარდა.