8 წლის თავზე სააკაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვანი დანაშაულ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე კომენტირებისას განუცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის წარსამართად არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 8 წლის თავზე სააკაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ჩადენილი აქვს მნიშვნელოვანი დანაშაული და რეალურად, ის ყალბი ემოცია სრულიად ფლიდი და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიან კრებულს, მათ შორის სხვადასხვა ქვედანაყოფსა და ე.წ სუბიექტს, ფაქტი ფაქტად რჩება - მათ არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი წარმართონ. მათ ინტერესს წარმოადგენს ძალადობა, დესტრუქცია და ამ ფონზე არანაირი შედეგისა და რეალური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა არ აქვთ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებულია საქმეზე, მოსახლეობასა და გეგმებზე, რომელიც ქვეყნისთვის გვაქვს“, - განაცხადა ჩიქობვანმა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააკაშვილი დღეს ისაუბრებს.