დავით ზალკალიანი: საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაა, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

დავით ზალკალიანი: საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაა, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

„ამ გადაწყვეტილებით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავისი რეალური სახე. იმ საზოგადოებას, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ის სისტემური დანაშაულები, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ამ დანაშაულების გამო არის ის მსჯავრდებული ქართული მართლმსაჯულების მიერ და სწორედ ამის გამო მოიხადა ბოდიში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, რასაც ხალხი უბრალოდ არ აპატიებს. ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად იცის გარჩევა სად არის სიმართლე და სიცრუე. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააკაშვილი დღეს ისაუბრებს.