შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის მამა ირწმუნება, რომ მას მოკლული ფეხბურთელის ბიძის მირიან ნიკოლაძის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თამაზ ხომასურიძეს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზინებები აღენიშნება და ის პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ზ.ხ-ს მამის თქმით, მას ილურიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან 4 პირი დაესხა თავს.
"4 პირი იდგა ჩემს სახლთან, დამიძახეს საქმე გვაქვსო, ჩავიცვამ და გამოვალთქო. როგორც კი ჩავედი ერთ ერთმა დამარტყა და დავეცი. ამბობდნენ ეს ზაუტაშვილის გამო, ესეც მირიანის გამოო. მეორეჯერ ხმას თუ ამოიღებ უარესი მოგივაო.
მივმართავ მირიანს (ნიკოლაძეს) ამით ვერ შემაშინებ. ახლა ჩემი ჯერია"- აცხადებს ხომასურიძე.
მისი თქმით, პოლიცია მან გამოიძახა.