ეკატერინე ტიკარაძე: საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე არაერთმა ქვეყანამ შეამცირა და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს საკმაოდ უსაფრთხოა

ეკატერინე ტიკარაძე: საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე არაერთმა ქვეყანამ შეამცირა და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს საკმაოდ უსაფრთხოა

არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, - ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკარანტინო პერიოდის 8 დღემდე შემცირების შესახებ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევა.

„ამ გადაწყვეტილებას ვამუშავებთ რამდენიმე კვირაა. ინიციატორი იყო ჯანდაცვის სამინისტრო. იქედან გამომდინარე, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა თანხმობა. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.