პრემიერ-მინისტრის თქმით, ბათუმი არ ჩაიკეტება

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბათუმი არ ჩაიკეტება

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შედეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტია, ორის წყაროა კი უცნობი.

კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი კვების ობიექტის თანამშრომელს. კაფე დახურულია და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ერთი შემთხვევა დადასტურდა რეფერალურ საავადმყოფოში, პაციენტმა ვირუსისთვის დამხასიათებელი ჩივილებით კლინიკას თავად მიმართა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საავადმყოფოში დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ჯამში აჭარაში 88 პაციენტია, ერთი კი გამოჯანმრთელდა.