გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას პრობლემად არ მიიჩნევს

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას პრობლემად არ მიიჩნევს

გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა. „სტრატეგია აღმანეშენებლის“ ლიდერი, რომელიც ამ პოსტისთვის თავადაც იბრძვის ყოფილ პრეზიდენტს კონკურენტად განიხილავს.

„რა თქმა უნდა ყველა კონკურენტი ვართ, მაგრამ არჩევანი არის ძალიან მარტივი: აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია. ამას ვამბობდით, რომ ყველამ დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა და ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას ვინაა საუკეთესო, ვინაა ის, ვინც ქვეყანაში კეთილ მომავალს მოიტანს. ამიტომ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, სხვებმაც დაასახელონ. პრემიერობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ რა გეგმით მოდიხარ, რა სტრატეგიით მოდიხარ და რის გაკეთებას აპირებ”, - განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააკაშვილი დღეს ისაუბრებს.