მინდა, ყველა დავამშვიდო, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაიწყება სასწავლო წელი საქართველოს მასშტაბით და ვითარებას ხელისუფლება სრულად მართავს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ვმართოთ ვირუსი ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისის რაოდენობის PCR-ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მინდა, ყველა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება, ამას ჩვენ ვმართავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.