გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილზე: საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ და ვერაფერი დააყენებს

გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილზე: საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ და ვერაფერი დააყენებს

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მობრძანდეს, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების სურვილზე. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის აქტივობა ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.

„ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააკაშვილი დღეს ისაუბრებს.