ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად განახლდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ამის მიზეზი აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციაა.
მისივე თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურად 2 კვირის განმავლობაში, 1-ელ ოქტომბრამდე ისწავლიან.
„ქობულეთსა და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ 1-ლი ოქტომბრიდან. მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“, - განაცხადა პრემიერმა.