საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.

თავდაპირველად საკარანტინო პერიოდი 14 დღით იყო განსაზღვრული, შემდეგაც 12 დღემდე, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი რვა დღემდე შემცირდა.