გაგიკვირდებათ და მე ვიცნობ ადამიანს რომელსაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოწონს, - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ კითხვას ოპოზიციური პარტიების ნაწილი განწყობის შესახებ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ უნდა იყოს.
„ვისაც არ სურს ამ თემაზე მსჯელობა, აქვს კონსტიტუციური უფლება არ იმსჯელოს. ვისაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი აქვს კონსტიტუციური უფლება მას მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდეს. გაგიკვირდებათ და მე ვიცნობ ადამიანს რომელსაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოწონს“, - განაცხადა ვაშაძემ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააშავილი დღეს ისაუბრებს.