ოდესის მერმა მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას იხსენებს. გენადი ტრუხანოვის თქმით, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს, მათი ურთიერთობა კარგად დაიწყო, პირველ შეხვედრაზე სააკაშვილი მას უამრავ სამომავლო გეგმაზე ესაუბრა, სინამდვილეში კი ოდესელები მოატყუა.
„ოდესისთვის მან ბევრი ცუდი გააკეთა. ძალიან ბევრი ცუდი. გაცილებით ბევრი, ვიდრე კარგი. თავიდან ჩვენი თანამშრომლობა კარგად დაიწყო. როდესაც დანიშნეს, ჩვენი პირველი შეხვედრისას დიდ სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობდა - ინვესტიციების მოზიდვა, ქართული გამოცდილების გაზიარება და ტექნოლოგიების დანერგვა სურდა. იცით, მაშინ რეიტინგი ჰქონდა, როცა ჩამოვიდა. რაშიც უკვე დავრწმუნდი, მას ლამაზად მოყოლა შეუძლია. ჩემპიონია ლაპარაკში და იმაში თუ როგორ მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გრძელდება, მით უმეტეს ოდესაში. ოდესელები ძალიან მიმნდომები არიან. მათი მოტყუება ადვილია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ და ამ ერთხელ მან ოდესა და ოდესელები მოატყუა. მოატყუა ბევრ საკითხში. არანაირი ინვესტიციები არ განხორციელებულა, არაფერი გაკეთებულა. მოკლედ გეტყვით, ჩვენ შედეგად მხოლოდ მუდმივი სკანდალები მივიღეთ და ყველა ყველაფერში უკმაყოფილო იყო“, - ამბობს ტრუხანოვი.
მისივე თმით, გუბერნატორად მუშაობისას სააკაშვილმა არაერთი კანონდარღვევა დაფიქსირდა. ტრუხანოვი მიიჩნევს, რომ ყველა მათგანი უნდა გამოიძიოს. მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე 2015-2016 წლებში მუშაობდა