გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ცვლილებებს ითხოვეს, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.

8 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ მიმართვას 9 სექტემბერს გამოაქვეყნებს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა და ამასთან, წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

Maverick უცხო ქვეყნის მოქალაქეს რა უფლებით ასახელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდადატ?!

ბოლოს და ბოლოს საქართველო სახელმწიფოა თუ ბანანის რესპუბლიკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შიზოფრენიკული განყოფილება, ჰააააააააა?!
4 წლის უკან
Maverick უცხო ქვეყნის მოქალაქეს რა უფლებით ასახელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდადატად?!