თენგიზ ცერცვაძე: მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის

თენგიზ ცერცვაძე: მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის

მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს covid-19-ს წარმატებულად გაუმკლავდეს.

„ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმე ცუდად არის, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულად გაუმკლავდეს კოვიდ-19-ს. ახლა ყველაზე ინტენსიური შიდა მიმოსვლის პერიოდია, ვისაც უნდოდა დასვენება, ყველამ დაისვენა დაბრკოლებების გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს არსებული სისტემის მდგრადობაზე. მე საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით და გვახსოვდეს, რომ საფრთხე არსებობს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად, მაგრამ არსებობს საქართველოშიც.

ყველა საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ ჩათვლა იმისა რომ ყველაფერმა ჩაიარა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. რაც ჩვენმა ექიმებმა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ რეგულაციები დააწესა, ისინი უნდა შევასრულოთ. აუცილებელია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ასევე თავშეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან, მერწმუნეთ, ეს მინიმალური მოთხოვნებია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.