საინფორმაციო ომი პროკურატურის წინააღმდეგ - ადვოკატმა რამიშვილმა ჩვენებები გამოაქვეყნა

საინფორმაციო ომი პროკურატურის წინააღმდეგ - ადვოკატმა რამიშვილმა ჩვენებები გამოაქვეყნა

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩვენებების საპასუხოდ დეა კაპანაძისა და ბაჩალიაშილის ბებიის ჩვენებებს აქვეყნებს.

როგორც რამიშვილი უთითებს კაპანაძემ გამოძიებას სხვდასხვა დროს, განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

ერთ-ერთ პირველ ჩვენებაში, კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრის და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.

"თავდაპირველად მე განგიცხადეთ, თითქოსდა თამარის მიერ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი შევიტყე მისი თანაკლასელებისა და ჩემი მეზობლისგან. სინამდვილეში აღნიშნული შევიტყვე თამარ ბაჩალიაშვილისგან 3 წლის წინ. ასევე მოგახსენებთ, რომ რა თემას მოჰყვა ხსენებული საუბარი, არ მახსოვს. თუმცა მახსოვს, რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. თამარი არის გულჩვილი და ამავდროულად მშიშარა ადამიანი. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის თხოვნით და დახმარების მიზნით თამარი წასულიყო უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინაიდან თამარი არის მშიშარა და ამის გამო ადვილად არავის ენდობოდა. მით უფრო მამაკაცს, რომლის გამოც შეიძლება ქალაქიდან გასულიყო", - წერია დეა კაპანაძის ჩვენებაში.

მიხეილ რამიშვილმა დღეს, გარდაცვლილის ბებიის ჩვენებებიც გაასააჯაროვა.

"თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს", - წერია რიტა ზურაბიშვილის ჩვენებაში.

Katana . ჩემი შთაბეჭდილება: გამოძიება ვერაფერს ვერ (ან - არ) არკვევს!
ადვოკატი კი ღობე-ყორეს ედება და გამუდმებით ცდილობს დიდი ქარიშხალი დაატრიალოს ჭიქაში!..
(რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს ამბავი დეა კაპანაძეს თვითონ უთხრა თუ მისმა კლასელმა?! რა იცვლება ამითი?)
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი და რატომ არის ეს ჩვენებები რაიმეთი ღირებული ან მით უმეტეს - პროკურატურისა და გამოძების მსვლელობის მაკმპპრომეტირებელი? რას მიჰქარავს, უფრო სწორედ - მიტროსტავს ეს ადვოკატი?!
4 წლის უკან
Maverick ფული, ბაბაია, დიდი ფულიიიიიი!

კიკუს კლასი აქვს წარმატებით დამთავრებილი...
4 წლის უკან