ჯანმო: COVID19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ახლო მომავალში კარგი სიახლეები იქნება

ჯანმო: COVID19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ახლო მომავალში კარგი სიახლეები იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსული პანდემიის ფონზე ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ იზოლაციის ზომები, თუკი ისინი მიმართავენ მიზანმიმართულ ზომებს ინფექციასთან საბრძოლველად.

ამასთან ტედროს ადანომ გებრეისუსმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში კარგი სიახლეები იქნება COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ეს ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

„თუმცა, დასაწყისში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითადი მუშაკების ვაქცინაციას და მათ, ვინც ყველაზე მეტად არის რისკის ქვეშ”, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა