გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ კითხვაზე: მობრძანდეს

გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ კითხვაზე: მობრძანდეს

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოეხმაურა. შესაბამისი კითხვა ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ზუგდიდში, „თხილობა 2020-ზე“ დაუსვეს.

„მობრძანდეს“, - ასე უპასუხა პრემიერმა კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად რეალურად მიაჩნია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვა.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ მიმართვას ხვალ გამოაქვეყნებს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა და ამასთან, წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.