გიორგი გახარია: კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ეს უნდა გამოვიყენოთ

გიორგი გახარია: კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა ეს უნდა გამოვიყენოთ

ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის დროის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, კარანტინის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ,

„ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის დროის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ. ძალიან კარგად გვესმის, რომ კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ სხდომაზე მათგან მოვისმენთ, რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს თუ, მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30, 40, თუ ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.