„რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიცის ღიად დაფიქსირება შესაძლებელი იქნება, როდესაც ეს პროცესი დასრულდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, გამოძიების პროცესში შესვლა კორექტული არ არის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ, ბოლო დღემდე უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოძიებას, რომ დეტალურად გამოიძიოს საქმე. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები იყოს დარჩენილი, მაგრამ პოზიცის ღიად დაფიქსირება შესაძლებელი იქნება, როდესაც ეს პროცესი დასრულდება.
ამიტომ, ბევრჯერ, დამატებითი მტკიცებულებები რა თქმა უნდა, გამოჩნდება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან - პროცესია. მაგრამ ამით გამოძიების პროცესში შესვლა კორექტული არ არის. ცოტა ხანი უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა. განცხადება ასევე გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა.