საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული ორი თვე დარჩა, პარტიებს შორის კი ე.წ. „პლაკატების ომი" უკვე დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკოში არჩევნებისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, კონკურენციის ფარგლებში პარტიების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების პლაკატების დახევა- გადაკვრის ფაქტები უფრო დიდი დოზითაა მოსალოდნელი.
როგორც კვირას „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, ამავე ოლქში „ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატები გადააკრეს, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" კი იმით უპასუხა, რომ გადააკრა პლაკატები, „სადაც კარიკატურულად არის გამოსახული ბატონი ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან".
როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ამ მოვლენას მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს - კონკურენტების სახელი რომ წაიშალოს და საკუთარი ამოტივტივდეს.
„ყველა ტიპის დაპირისპირების შემთხვევაში თუ დავაკვირდებით ასეა - კონკურენტის სახელი რომ წაიშალოს და საკუთარი სახელი ამოტივტივდეს. ასეთია რეალობა და ამ მოვლენას არ მგონია, რომ დიდი წიაღსვლები ჰქოდეს", - თქვა საყვარელიძემ.
კითხვაზე, თუ რამდენად ხშირადაა მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ პლაკატების დახევის, ან მათზე სხვა პარტიის პლაკატების გადაკვრის ფაქტები, საყვარელიძემ გვიპასუხა: „რა თამა უნდა ხშირად, პარტიების რიცხვი დიდია, კონკურენციაც შესაბამისად დიდია და დახევა-გადაკვრაში დაინტერესებული ხალხიც ბუნებრივია უფრო მეტი იქბნება."