ზ.ხ-ს მამა მერაბიშვილის აგენტი იყო, კამერებით დარბოდა და ხალხს აჭერინებდა - რა ბრალდებებს უყენებს მირიან ნიკოლაძე თამაზ ხომასურიძეს

ზ.ხ-ს მამა მერაბიშვილის აგენტი იყო, კამერებით დარბოდა და ხალხს აჭერინებდა - რა ბრალდებებს უყენებს მირიან ნიკოლაძე თამაზ ხომასურიძეს

ზ.ხ-ს მამა იმუქრება და მერე თვითონ დადის თავგატეხილი, ვერ ვხვდები, რა ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის მხრიდან მუქარის შესახებ დასმულ კითხვაზე მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ამ პერსონას სერიოზულად არ უყურებს.

„საინტერესო ამბავი ხდება. ეს ადამიანი იმუქრება და მერე თვითონ დადის თავგატეხილი. ვერ ვხვდები, რა ხდება. იმ დღეს ვნახე, სახე ჰქონდა დასახიჩრებული, ახლა რამდენ სისულელესაც იტყვის, უარესი დაემართება თვითონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისივე აგრესიით საკუთარ თავს მოწევს შარს. მე არ ვიცი, ის რამდენად არის საფრთხის მატარებელი. ერთადერთი, რაც ვიცი, ის მართლა მერაბიშვილის აგენტი იყო, კამერებაღჭურვილი დარბოდა და ხალხს აჭერინებდა. ახლა ის ზღაპრები, თითქოს, 28 კაცი ააფეთქა და თურმე ამ თეთრ ისარში უკვე 25 კაცი ჰყავთ კბილებამდე შეიარაღებული, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაწილი მგონია და მე არ ვუყურებ ამ პერსონას სერიოზულად“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.