მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი მღვდელმთავრები სჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ.
„ტელევიზიით გადის ხოლმე მღვდელთმთავრების ქონებებზე, სჯულის კანონიდან ვიღაცები მოჰყავთ ხოლმე... რჯულის კანონი რომ გადაშალოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ მღვდელმთავარს თუ აქვს რამე პირადი საკუთრება, სიცოცხლეშივე უნდა დაწეროს ანდერძი და ჯვარი წერია ყველას, როცა დადგება მისი სიკვდილი, გადაეცემა ეკლესიას. ჩვენს მღვდელმთავრებს ანდერძები დაწერილი აქვთ. პირადად ჩემზე თუ გაინტერესებთ, ეკლესიაში რომ წავედი მთელი ჩემი ქონება დავთმე და გადავეცი, მაგრამ ვისაც აქვს, არავითარი დანაშაული არ არის, რჯულის კანონის მიხედვით მოქმედებენ. არასწორად განმარტავენ ხოლმე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.