საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. საშიში ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მსოფლიოს შავ ბაზარზე არალეგალურად გამოჩნდა ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ჰალუცინაცია, ფსიქიკური აშლილობა და ნერვული პრობლემები - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოწვევაც ახალ ბიო-ნარკოტიკულ საშუალებას შეუძლია.

სინთეზური ნივთიერება იმდენად საშიშია, რომ მისი ერთჯერადი მოხმარებაც კი, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ახალი ბიო-ნარკოტიკი ადამიანის ფსიქიკას მოკლე დროში ანადგურებს.

რეალიზატორების ნაწილი, ვინც მიწისქვეშა ლაბორატორიებში კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს ყიდდა, უკვე დაკავებულია.